вторник, 15 июня 2010 г.

დედამიწა – ჩემი პლანეტა

1. პროექტის სახელი – დედამიწა – ჩემი პლანეტა
2. პროექტის მოკლე აღწერა – პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტო სურათებს დედამიწის შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა – პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას პლანეტა ,,დედამიწის" წარმოშობის, განვითარების და მისი ჩამოყალიბების შესახებ. განიხილავენ იმ აუცილებელ პირობებს, რამაც განაპირობა სიცოცხლის არსებობა ჩვენს პლანეტაზე. შეისწავლიან დედამიწის ატმოსფერულ, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პირობებს და ამ ინფორმაციების შეჯერების საფუძველზე განიხილავენ ეკოლოგიური, გეოლოგიური ბიორესურსებისა და მოსახლეობის განაწილებას დედამიწაზე.
ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი კერა, ერთადერთი ნავსაყუდელი უკიდეგანო სამყაროში – მზის დიდი ოჯახის პატარა ცისფერი დედოფალი – ჩვენი ,,დედამიწა".
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები –10–16 წ. VI - IX კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 – 3 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის და ფოტოსურათების მოპოვება, ნამუშევრის პრეზენტაცია და განხილვა კლასში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: ბავშვების დაინტერესების, ერთმანეთთან აზრების გაზიარების, ნამუშევრების და ფოტოსურათების წარდგენა.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის გაცნობა იმ ადამიანებისათვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბუნება.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
დარეჯან ჯეირანაშვილი – 94–ე საჯარო სკოლის პედაგოგი.
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:djeiranashvili94@gmail.com
13.დარეჯან ჯეირანაშვილი, 94–ე სკოლა

Комментариев нет:

Отправить комментарий